ენმ

"რაღაც ბლოკბასტერში ნუ გადავიჭრებით" – ხაბეიშვილი ვივამედთან აქციების შესაძლებლობაზე

ლევან ხაბეიშვილი
ტაბულა

"კი, ფიზიკურადაც მზად ვართ, არაფრის გვეშინია, თავებიც დაუხეთქავთ ჩვენთვის, აქციაზე ახალგაზრდებისთვის თვალებიც დაუთხრიათ, ფიზიკურადაც გაგვსწორებიან საკრებულოებში, პარლამენტში" - ამის შესახებ ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ანუ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, დაიწყება მობილიზება კლინიკა ვივამედთან? - ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ კლინიკა არ არის ის ადგილი, სადაც აქციის გამართვა შეიძლება.  

"არა, ეხლა რაღაც ბლოკბასტერში ნუ გადავიჭრებით, ჩემი თხოვნაა, საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. ჯერ ერთი, კლინიკა არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება აქცია გაიმართოს, აქ სხვა პაციენტებიც არიან. მე გეუბნებით, რომ ფრონტის ხაზი იქნება ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შეთავაზებაც მიიღო რუსულმა ოცნებამ, ჩვენ ამის დათმობა შეგვიძლია მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ. ვთავაზობთ, რომ აჰა, კი ბატონო, წაიღონ ოპოზიცია, მინუსებიდან დავიწყებთ, არ გვაქვს პრობლემა, მიშას თავისუფლების სანაცვლოდ" - თქვა ხაბეიშვილმა.

იქამდე, ენმ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტია მზადაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები მთლიანად.

"მზად ვართ, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან" - თქვა ხაბეიშვილმა.

კომენტარები