უკრაინა

G7 უკრაინას ანტიკორუფციული პროგრამის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

G7 დიდი შვიდეული

დიდი შვიდეულის ქვეყნის ელჩებმა უკრაინას ანტიკორუფციული პროგრამის დამტკიცებისკენ მოუწოდეს. 

"ეს განამტკიცებს უკრაინის გამძლეობას ომის დროს და მისი ევროპული მომავლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება". – ნათქვამია დიდი შვიდეულის ელჩების მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქამდე კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ დიდი შვიდეულის ელჩებს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ "ყველაზე კორუმპირებული სფეროს ორგანოები" 2023-2025 წლების სახელმწიფო ანტიკორუფციული პროგრამის პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან.  

ამავე ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში ევროკავშირის დელეგაციამ მოუწოდა უკრაინას, რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინა ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული სახელმწიფო ანტიკორუფციული პროგრამა.

ევროკავშირის ელჩმა, მათი მაასიკასმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ანტიკორუფციული პროგრამის დამტკიცება იქნება დიდი შედეგი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 3 თებერვალსაა დაგეგმილი.

კომენტარები