დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით რუსეთი, სავარაუდოდ, მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გამორიცხავს.
"რუსეთის მთავრობა, დიდი ალბათობით, აგრძელებს გზების ძიებას, რათა უკრაინაში მომავალი ძირითადი შეტევისთვის საჭირო პერსონალის დიდი რაოდენობა დააგროვოს და ამავდროულად მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა უკმაყოფილება". – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
2023 წლის 22 იანვარს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსი მესაზღვრეები ორმაგი პასპორტის მქონე ყირგიზ მიგრანტებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებაში ხელს უშლიდნენ, რადგან მათი სახელები სამობილიზაციო სიაში იყო შეტანილი.
გარდა ამისა, 2023 წლის 23 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ბრძანება "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ კვლავ ძალაში რჩება და თქვა, რომ შეიარაღებული ძალების მოქმედებების მხარდასაჭერად იგი აუცილებელია.