ენმ

ხაბეიშვილი არჩევნების შედეგზე: სააკაშვილის პროცესზე ვართ, აქ სხვა განცხადებას არ გავაკეთებ

ახლა ვართ პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე, მნიშვნელოვანი არის პრეზიდენეტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, 14:00-ზე ბრიფინგს გავაკეთებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში.

ახლა ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც ეხება პრეზიდენტს სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას და მის გადარჩენას, ამიტომ, დღეს ანუ აქ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, ბოდიშს გიხდით, 14:00-ზე საზოგადოებას ჩვენი გუნდი სპეციალურ ბრიფინგზე მოგახსენებთ არჩევნების შესახებ.

ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების პროცესზე.

კომენტარები