რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს – დაიღუპა 3, დაშავდა 6 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ქალაქი ხერსონი კვლავ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვის შედეგად არაერთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. მათ შორის, ხერსონის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი კლინიკის მედდაა, რომელიც რუსეთის თავდასხმის დროს რეგიონალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კომენტარები