რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინამ 182 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

President.gov.ua

უკრაინა 182 რუსული და ბელარუსული კომპანიისა და სამი ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

"უკრაინაში მათი აქტივები დაბლოკილია. ქონებას ჩვენი თავდაცვის გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ". - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სანქცირებულთა შორის ძირითადად სატრანსპორტო და ქიმიური წარმოების კომპანიები მოხვდნენ.

სიაში მოხვდნენ რუსული კალიუმის სასუქის მწარმოებელი და ექსპორტიორი Uralkali, ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კალიუმის მწარმოებელი Belaruskali, სატრანსპორტო კომპანია Belarusian Railways, ასევე რუსეთის VTB-ლიზინგი და Gazprombank Leasing, რომელიც როგორც ტრანსპორტირებით, ისე ლიზინგითაა დაკავებული.

24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ სანქციები ასობით რუს და ბელარუს ფიზიკურ პირსა და კომპანიას დაუწესა. 

კომენტარები