სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები