ენმ

მუმლაძე: ჩვენი ოფისები მიშას გათავისუფლების შტაბებად უნდა გადაკეთდეს

პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, ამ პარტიას რა ინფრასტრუქტურა აქვს. ეს გამოიხატება როგორც მატერიალურ ინფრასტრუქტურაში, ასევე, ადამიანურ რესურსში. უბრალოდ, ამას სწორი მიმართულებების მიცემა სჭირდება. ვთქვათ, იგივე ადგილობრივ დონეებზე რომ ჩვენ ოფისები გვაქვს, მიშას გათავისუფლების შტაბებად უნდა გადაკეთდეს. მინიმალური რესურსის პირობებშიც კი, ყველას შეუძლია, მიშას თავისუფლების საკითხი აქტუალური გახადოს და ადგილობრივ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას. ამის რესურსი არის. მაგალითად, მცირე აქციები - სოლიდარობის აქცია ერთდროულად ბევრ რაიონში. შემდეგ, შეგვიძლია ეს რეგიონულ დონეზე გავაკეთოთ და მთავარი საკითხი, რაც არის - ნაციონალური მოძრაობის მთელი რესურსი ბიძინა ივანიშვილის სახლებთან პროტესტს უნდა მოვახმაროთ. სისტემა ყველაზე მეტად აქ რეაგირებს და ეს ხშირად გვინახავს კიდეც. გარკვეული პერიოდი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. შეიძლება, ეს იყოს რამდენიმეკვირიანი აქტიური პერიოდი. როდესაც ივანიშვილის სახლთან პროტესტის მასშტაბს გავზრდით, ხელისუფლებას 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო მეტი სამართალდამცველის მობილიზება უხდება. იმიტომ, რომ მთავარი, რაც ივანიშვილს გონებაში აქვს, საკუთარი თავის უსაფრთხოებაა. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში სხვა ინსტიტუციები არ მუშაობს.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ფორმულას ეთერში. 

კომენტარები