ჰოლივუდი

ანდერსონი: სტალონე სახლს და მანქანას დამპირდა, სანაცვლოდ მისი N1 გოგო უნდა ვყოფილიყავი

Fox News

სტრიმინგის სერვისზე Netflix პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური მინისერიალი Pamela, a Love Story გამოვიდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ანდერსონის თქმით სილვესტერ სტალონემ ურთიერთობა შესთავაზა.

"სახლი და Porsche-ს მარკის მანქანა შემომთავაზა, სანაცვლოდ მისი N1 გოგო უნდა ვყოფილიყავი. ვიკითხე: ანუ N2 გოგოც იქნება? მიპასუხა: ამაზე უკეთეს შეთავაზებას ვერ მიიღებ ძვირფასო, ასეთია ჰოლივუდი. რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, სიყვარული მჭირდებოდა და არაფერი სხვა". – ამბობს მაშველების ვარსკვლავი.

სილვესტერ სტალონეს ოჯახის წარმომადგენელმა ბრალდება უარყო:

"ჩემი კლიენტის მისამართით გაჟღერებული ბრალდება ყალბია. ბატონი სტალონე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს". 

რამდენიმე დღით ადრე მედიაში გავრცელდა ამონარიდი ანდერსონის ავტობიოგრაფიული წიგნიდან Love, Pamela. ანდერსონმა უხამს საქციელში კოლეგა ტიმ ალენი დაადანაშაულა:

"გადაღებების პირველი დღე იყო, საგრიმიოროდან გამოვედი, დერეფანში ტიმი (ალენი) იდგა, მოსასხამი ეცვა. მოულოდნელად მოსასხამი შეიხსნა და გაშიშვლდა, არაფერი ეცვა. გაიხუმრა: შენთან ანგარიში გავასწორე, მე ხომ გნახე შიშველი (ანდერსონი იმ პერიოდში Playboy-ს ვარსკვლავი იყო) და ახლა შენც მნახე. უხერხულად გამეცინა". – იხსენებს ანდერსონი.

ალენიც სტალონეს მსგავსად მომხდარს უარყოფს.

კომენტარები