NATO

რამშტაინის შეხვედრა 14 თებერვალს NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება 

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 14-15 თებერვალს გაიმართება, რომელსაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება რამშტაინის სამიტს, იგი NATO-ს შტაბ-ბინაში 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესმდივანი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, სტოლტენბერგი მედიისთვის პრესკონფერენციას 13 თებერვალს გამართავს.

ამასთანავე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 23 იანვარს აღნიშნა, რომ იგი ხედავს რამშტაინის ყოველი შეხვედრისას, თუ როგორ იზრდება პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ

"ეს ყველაფერი ჩვენი ჯარისკაცების და წარმომადგენლების შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს. დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა... და ცა!" – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე. 

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

 

კომენტარები