რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: რამშტაინის მეცხრე შეხვედრა თებერვალში გაიმართება

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის სამიტი, თებერვალში გაიმართება.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, იგი ხედავს ყოველი ასეთი შეხვედრისას, თუ როგორ იზრდება პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ. 

"ეს ყველაფერი ჩვენი ჯარისკაცების და წარმომადგენლების შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს. დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა... და ცა!" – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე. 

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

კომენტარები