ისრაელი

სასამართლო სისტემის რეფორმა ისრაელის ეკონომიკას არ დააზიანებს – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, მთავრობის გეგმა სასამართლო რეფორმის შესახებ ქვეყნის ეკონომიკას არ დააზარალებს

"ბოლო დღეებში მესმის შეშფოთება სასამართლო რეფორმის ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობაზე გავლენასთან დაკავშირებით... სიმართლე ზუსტად საპირისპიროა". – აღნიშნა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.

სასამართლო რეფორმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული, გაამკაცრებს პოლიტიკურ კონტროლს მოსამართლეების დანიშვნაზე და შეზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები ან ქნესეთის კანონები.

"როდესაც სასამართლო რეფორმა დამტკიცდება და იგი დამტკიცდება... დარწმუნებული ვარ, ყველა დაინახავს, რომ კანონის უზენაესობა ხელუხლებელი და გაძლიერებულია, რომ დემოკრატია ხელუხლებელი რჩება და კიდევ განმტკიცდება, რომ ჩვენი თავისუფალი ეკონომიკა ხელუხლებელი რჩება და გაძლიერდა კიდეც". – დასძინა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერმინისტრის თანამდებობა მეექვსედ 2022 წლის დეკემბერში დაიკავა. ქნესეთში ქვეყნის ახალ ხელისუფლებას 120-დან 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიამ ლიკუდმა კოალიცია ჩამოაყალიბა ულტრაორთოდოქს პარტიებთან. მემარჯვენე რელიგიური პარტიის ხელმძღვანელმა, ისრაელში ქვეყნის მმართველის თანამდებობაზე ყველაზე მეტი დრო 15 წელი გაატარა.

კომენტარები