რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: უკრაინაში Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას მრავალი თვე დასჭირდება

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ CNN-თან საუბრისას არ დაასახელა, თუ რა დროში მიიღებს უკრაინა ამერიკულ Abrams-ის ტიპის ტანკებს და ამბობს, რომ ეს პროცესი მრავალი თვე გაგრძელდება.

"პენტაგონი აგრძელებს მუშაობას ზუსტი დროის დასადგენად, თუმცა, ჯერ ეს ტანკები უნდა მოვიპოვოთ, ეს პროცესი კი მწარმოებელთან უნდა გავიაროთ და რისი თქმაც ახლა შეგვიძლია, არის, რომ ამას მრავალი თვე დასჭირდება და რთულია ზუსტი თარიღის დასახელება". – თქვა კირბიმ. 

კირბიმ ასევე ისაუბრა Leopard 2A6-ის ტიპის ტანკებზე და თქვა, რომ უკრაინა მათ უფრო მალე მიიღებს, ვიდრე Abrams-ის ტიპის ტანკებს.

"Leopard-ის ტანკები ასევე ძალიან დახვეწილია. ის ძალიან კარგი ტანკია და ევროპის კონტინენტზე ბევრი მათგანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გერმანულები დაუყონებლივ 14 ტანკს გადასცემენ უკრაინას, მაგრამ ისინი ამავდროულად იმუშავებენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა ტანკების დამატებით ორი სრული ბატალიანი გამოყონ, რაც 60 ტანკს შეადგენს. ისინი უკრაინაში უფრო მალე შეძლებენ ჩასვლას, ვიდრე Abrams-ები". – თქვა კირბიმ.

გუშინ, 25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31ტანკს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართვის დროს ისაუბრა.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ ინიციატივას რეკომენდაცია თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაუწია.

ამასთან ერთად, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 14 Leopard 2A6-ს გაუგზავნიდნენ. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს. ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. მსგავსი მოთხოვნა უკვე გამოაცხადა პოლონეთმა.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, უკრაინა პირველ ლეოპარდებს დაახლოებით 3 თვეში მიიღებს.

რუსეთს ეშინია, რომ დასავლეთი უკრაინას ახალი ტანკებისთვის ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს

 

კომენტარები