საქართველო-უკრაინა

ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ ტაბულას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

"დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხევდრაზე მასთან განხილული არ იქნება".- აღნიშნავს საგარეო. 

ანდრეი კასიანოვმა Европейской правда-სთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ. 

კომენტარები