სამი პარტია

ხოშტარია: ამ ეტაპისთვის ვნახეთ - პარტიების მხრიდან მზაობა, რომ გვეარა ერთად, არ იყო

ამ ეტაპისთვის ჩვენ ვნახეთ, რომ პარტიების მხრიდან მზაობა სხვადასხვა ლეგიტიმური, თუ ჩემი აზრით შემცდარი მიზეზით, იმისა რომ ერთად გვეარა - არ იყო. ვთქვათ, ლელომ რაღაც მომენტში თქვა, რომ ამ ტიპის ერთობაში არა, მოდი სხვანაირად ვქნათ, კი ბატონო, ვთქვათ, რომელიმე პარტია ამბობს, რომ ეგენი იტყუებიან, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ მივალთ ყველასთან. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა და აქ წითელ ხაზზე ვიტყვი, თუ პროდასავლური... აქ ერთადერთი წითელი ხაზი არის ეს, რეალურად რწმენა პროდასავლურ საქართველოში, რომ შენ ნამდვილად თუ გჯერა პროდასავლური მომავლის, რომელიც წინ გვიდევს, მაშინ ჩვენ ყველას მოგვიწევს გამოვნახოთ საერთო ენა. ჩვენ არ ვაპირებთ დავსხდეთ და ველოდოთ, ჩვენ არც თავში აგვივარდება რაღაც მომენტში ძალიან დიდი აქციაც რომ იყოს, არც ერთ პოლიტიკოსს დღეს თავში ასავარდნი არაფერი აქვს. ყველასთან მივალთ ჩვენ თვითონ, კრიტიკასაც მოვისმენთ.

თქვა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება - ამის შესახებ განცხადება 3 პარტიის: დროასგირჩი-მეტი თავისუფლებისსტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

კომენტარები