რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: არ მოუსმინოთ მათ, ვინც თვლის, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში თანამედროვე იარაღის გაგზავნა რუსეთთან ომის ესკალაციას არ გამოიწვევს

"არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, რომლებიც ესკალაციაზე საუბრობენ. დასავლეთში ხალხი წუხს, რომ თუ ჩვენ უკრაინას იარაღს გადავცემთ, სიტუაცია გაუარესდება. მე დღეს ბუჩაში ვიყავი. როგორ უნდა გავამწვავოთ დაპირისპირება, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი კორპუსების დასაბომბად? უკრაინა ყველა შესაძლო დახმარებას იმსახურებს". - თქვა ბორის ჯონსონმა. 

ჯონსონმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინამ საკუთაი მომავალი NATO-ში უნდა ეძიოს, რადგან ალიანსში არ ყოფნამ ბოლო 80 წელში ევროპაში ყველაზე მძიმე ომი გამოიწვია. 

ჯონსონმა თქვა, რომ მთელ მსოფლიოს "უკრაინის ვალი აქვს", რადგან ის იბრძვის ყველასთვის, ვლადიმირ პუტინის აგრესიის ყველა პოტენციური მსხვერპლისთვის. ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და ბრიტანელი ხალხი მათ მხარს 100%-ით უჭერს. 

"ჩვენ, თქვენი მეგობრები, დაგეხმარებით ამ ომის დასრულებაში, რაც შეიძლება მალე - 2023 წელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ტანკები. ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც კიევს Challenger-ის ტიპის ტანკები გადასცა". - აღნიშნავს ჯონსონი. 

კომენტარები