რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერბეთის პრეზიდენტი: ყირიმიც და დონბასიც უკრაინაა და ეს ასე დარჩება

ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ომის ყველაზე რთული ფაზა ჯერ წინაა. აგრეთვე, სერბეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ შეგვეძლო და ვერანაირად ვერ დავუჭერდით მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენთვის, ყირიმი და დონბასი უკრაინაა და ეს ასე დარჩება". – ამბობს ვუჩიჩი.

სერბეთი ტრადიციულად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობით. ამის მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენმა აღნიშნა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მრავალი თვის მანძილზე აღარ უსაუბრია. 

"ჩვენ არ ვართ ყოველთვის აღფრთოვანებული მათი ზოგიერთი პოზიციით. ტრადიცულად, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსკოვიდან წამოსულ თითოეულ გადაწყვეტილებას, ან მათ უმეტესობას". – თქვა ვუჩიჩმა. 

კომენტარები