ამასთან დაკავშირებით მე განცხადება უკვე გავაკეთე. თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული, საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი [რუსეთის] მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს. კარგი იმ თვალსაზირისითაც, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება.
tbl.ge/68sg
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ იმედი აქვს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




