რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NYT: აშშ განიხილავს, უკრაინას ყირიმზე თავდასხმისთვის საჭირო ტექნიკა მიაწოდოს

Agence France-Presse — Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ომის პერიოდში მკაცრ პოზიციას ინარჩუნებდა, რომ ნახევარკუნძულზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის საჭირო ტექნიკა არ მიეწოდებინა. New York Time-ის ინფორმაციით,  ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას იცვლის. 

რამდენიმე ოფიციალური პირმა გამოცემასთან, ანონიმურობის დაცვით აღნიშნა, რომ უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია საბოლოოდ იწყებს აღიარებას, რომ კიევს შეიძლება დასჭირდეს იარაღი, რათა ყირიმს დაარტყას. მაშინაც კი თუ ეს ნაბიჯი ესკალაციის საფრთხეს გაზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ათიათასობით რუსი ჯარისკაცია გადასხმული და მრავალი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ პოზიციის ცვლილება არ იგეგმება.

"მთელი ომის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყირიმი არის უკრაინა და უკრაინას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი და სუვერენული ტერიტორია მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ადრიენ უოტსონმა.

თუმცა კონფლიქტის მსვლელობისას ამერიკის შეერთებული შტატები და მისი NATO-ს მოკავშირეები სტაბილურად აფართოებენ დახმარების სივრცეს და Javelins-ისა და Stingers-ის მიწოდებიდან გადავიდნენ მოწინავე სარაკეტო სისტემებზე, მაგალითისთვის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. 

მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე თამამ ნაბიჯს, დაეხმაროს უკრაინას ყირიმზე თავდასხმაში.

CNN-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადებას ასრულებს. დახმარების პაკეტი მოიცავს $2.5 მილიარდი ღირებულების შეიარაღებას, მათ შორის, პირველად გაიგზავნება Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანა. 

მედიის ცნობით, ახალი სამხედრო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტია, რომელსაც უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღებს. გარდა აღნიშნულისა, პაკეტი შეიცავს Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანებს, ნაღმმედეგ ტექნიკას. 

ანალიტიკოსთა აზრით, Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანა, ბრიტანულ ტანკებთან და ჯავშანტექნიკასთან ერთად, რომლის გაგზავნაზეც საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, კონტრშეტევისთვის გამოსადეგი იქნება. 

კომენტარები