პრინცი ჰარი

პრინცი ჰარის ავტობიოგრაფია დიდ ბრიტანეთში რეკორდული რაოდენობით გაიყიდა

BBC

10 იანვარს გაყიდვაში გამოვიდა პრინცი ჰარის ავტობიოგრაფია Spare. ერთი კვირის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრის წიგნის 467 183 ასლი გაიყიდა.

პრინცი ჰარის ავტობიოგრაფია 1998 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი არამხატვრული წიგნი გახდა. მხატვრულ ნაწარმოებებს შორის უკეთესი შედეგი მხოლოდ ჰარი პოტერის ოთხ წიგნს და დენ ბრაუნის The Lost Symbol-ს აქვს.

ავტობიოგრაფია მწერალ ჯეი არ მორინგერის დახმარებით არის დაწერილი. წიგნში ჰარი სამეფო ოჯახში, 2020 წლამდე გატარებულ წლებს აღწერს. ასევე მემუარებში აღწერილია კონფლიქტები, რომლებიც ჰარის ძმასთან, პრინც უილიამთან ჰქონდა.

წიგნის რამდენიმე ნაწყვეტი ონლაინ სივრცეში მის ოფიციალურ გამოსვლამდე მოხდა. ამ დროისთვის მსოფლიოში Spare-ის 1.4 მილიონი ასლია გაყიდული.

კომენტარები