რუსული ოკუპაცია

ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, უკანონო პატიმრობაში 7 ქართველია – სუს

www.tzona.org

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, 16 იანვარს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ ისაუბრა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.

ანთაძე ამბობს, რომ გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა.

"ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამით ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას". – თქვა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები