ზარქუა ვაშაძეს: ჩემსა და შენ შორის კორუმპირებულის დედას შევე*ი

ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუასა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შორის დებატებს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კამათი ბიუჯეტის გაზრდის, საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდის, პენსიების მომატებისა და სოციალურ საკითხებზე დაიწყო.

გიორგი ვაშაძე: თქვენ ხართ პრორუსი, საქართველოს მოღალატეები. შენც გამორჩეულად პრორუსი ხარ. სირცხვილია, ახალგაზრდა კაცი ცხოვრებას იმახინჯებ და იფუჭებ იმ დავალებების შესრულების გამო, რასაც აკეთებ. მთელ ევროპარლამენტარებს, ყველას თავს ესხმი.

ირაკლი ზარქუა: მოღალატე და ჩმორი ვინ არის, აგერ ვხედავ. 

გიორგი ვაშაძე: ერთხელ მაინც პუტინზე გითქვამს რამე?

ირაკლი ზარქუა: რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა შენ, გაწყობს?

გიორგი ვაშაძე: წესიერად ილაპარაკე.

ირაკლი ზარქუა: გაგლახავ ახლა აქ.

გიორგი ვაშაძე: აი, არგუმენტი რომ არ გაქვთ. პრორუსი მოღალატეები რომ ხართ, ეგ არის რეალობა. ერთი მხრივ კორუმპირებული თაღლითები, მეორე მხრივ პრორუსი მოღალატეები.

ირაკლი ზარქუა: ჩემსა და შენ შორის კორუმპირებულის დედას შევე*ი, გაწყობს?

გიორგი ვაშაძე: აი, ეგრე. წესიერად ილაპარაკე, ბიჭო, ტელეფონი არ გესროლო ახლა.

ირაკლი ზარქუა: გაგლახავ ახლა აქ.

დეპუტატები ერთმანეთს Palitranews-ის ეთერში დაუპირისპირდნენ. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, დებატები წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.

კომენტარები