რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა, რატომ აკეთებს ამას? – დნიპროს მერი

უკრაინის ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის სიტყვებით, პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა

ფილატოვის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც არესტოვიჩმა თქვა, რომ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Kh-22 რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია.

"ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ. ეს რუსული პროპაგანდისთვის საჩუქარია. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ მას კითხვები უნდა დაუსვას. ადამიანი გამოვიდა და მომხდარის სრული დისკრედიტაცია მოახდინა". - ამბობს დნიპროს მერი. 

არესტოვიჩის კომენტარს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინას რუსული Kh-22 რაკეტის ჩამოსაგდებად საჭირო ტექნოლოგიური რესურსი არ აქვს.

რუსულმა ძალებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. რუსეთმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს. დღევანდელი მონაცემებით დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაშავდა.

კომენტარები