რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგიული მედია: ვაგნერის ჯგუფის ყოფილი ლიდერი ნორვეგიაში თავშესაფრის მისაღებად გაიქცა

ნორვეგული მედიის, Verdens Gang-ის (VG)-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ყოფილი ლიდერი, ანდრეი მედვედევი, პარასკევს, 13 იანვარს ნორვეგიის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, როდესაც მან ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას მედვედევის ადვოკატი ადასტურებს.

ნორვეგიის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვს. ის დაკითვაზეა გადაყვანილი, რათა დამტკიცდეს მისი იდენტობა.

"ნორვეგიის შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის სასაზღვრო დაცვამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც განაცხადი შეიტანა ნორვეგიაში თავშესაფრის მიღებაზე. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავადასტუროთ მისი ვინაობა და შესაბამისად დაკითხვას ვატარებთ დაკავებულთან". – წერია განცხადებაში.

კომენტარები