საქართველო-ევროკავშირი

"და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ!" – იუკნევიჩიენე დნიპროზე ზურაბიშვილის Tweet-ზე

"და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ!" – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის Tweet-ს, რომელიც უკრაინაში, დნიპროში რუსეთის მიერ კორპუსის დაბომბვას გმობდა.

ევროპარლამენტარმა კომენტარში ასევე დაამატა ციტატა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების თქმით, საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს, კონფლიქტის მხარე გახდეს.

"კატეგორიულად ვგმობ უკრაინაში, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. ეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოხატულება და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.

ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა დნიპროსა და მთელ უკრაინაში". – დაწერა 15 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა.

14 იანვარს დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავდა 73 ადამიანი.

კომენტარები