რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ზურაბიშვილი: კატეგორიულად ვგმობ დნიპროში კორპუსზე სასტიკ თავდასხმას

კატეგორიულად ვგმობ უკრაინაში, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. ეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოხატულება და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.

ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა დნიპროსა და მთელ უკრაინაში.

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავდა 73 ადამიანი.

კომენტარები