რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე – სანდუ რაკეტის ნამსხვრევებზე

PRESEDINTE.MD

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსეთის დნიპროზე სარაკეტო თავდასხმას და რაკეტის ნამსხვრევების მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"კიდევ ერთი გამოვლინება, რომ რუსეთის ბრუტალურ ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის ჩრდილოეთით, სოფელ ლარგაში რაკეტის ნამსხვრევები იპოვა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთრუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმას და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დნიპროში და მის ფარგლებს გარეთ საყვარელი ადამიანები დაკარგეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს". - წერს მაია სანდუ. 


მოლდოვის მთავრობამ დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმები მეზობელ უკრაინაზე და გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ 14 იანვარს რაკეტის ნამსხვრევები მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

"მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პოლიტიკური, ისტორიული და მორალური გამართლება არ არსებობს." - თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

მან ასევე დაგმო მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენულობის უპატივცემულობა და აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო სირვცე დაირღვა ბრიჩენის რაიონში, ქალაქ ლარგას მიდამოებში.

კომენტარები