რეფერენდუმი შოტლანდიაში

THE TIMES: შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ბრიტანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმზე უკან დაიხია

 Andrew Milligan

The Times-ის ინფორმაციით, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებით უკან დაიხია. 

შოტლანდიის ნაციონალური პარტია 14 იანვარს ახალ ალტერნატივას წარადგენს. The Times-ის ცნობით, იგი წინარე დაპირებასთან შედარებით, ნაკლებ თამამი იქნება. მისი ინფორმაციით, ახალი შეთავაზებით, ნაციონალური პარტიისთვის მიცემული ხმა მეორე რეფერენდუმის ჩატარების და არა გამოყოფის მხარდაჭერას ნიშნავს.

ივნისში პირველმა მინისტრმა თქვა, რომ თუ პარტიები, რომლებიც შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფას უჭერენ მხარს, არჩევნებში 50%-ზე მეტ ხმას მიიღებდნენ, იგი რეფერენდუმის მოწყობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებდა. 

ნოემბერში სასამართლომ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შოტლანდია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს უესტმინსტერის სასახლის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ნებართვის გარეშე ვერ ჩაატარებდა. 

შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა. შედეგებით, 55%-მა მხარი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა.

კომენტარები