უამინდობა საქართველოში

სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 1 100-მდე სახლისა და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა – რწმუნებული

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია პირველადი მონაცემებს ავრცელებს -  მისი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 1 100-მდე სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა. 

გუგუჩიას თქმით, ქარის გამო 37 სკოლას სხვადასხვა პრობლემა შეექმნა, ასევე, დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ 60-ზე მეტ სოფელს ელექტრომომარაგება 13 იანვარს აღუდგა, დარჩენილ სოფლებში კი დღეს, 14 იანვარს ეტაპობრივად აღდგება. 

"მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაზე. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა". - ამბობს გუგუჩია. 

კომენტარები