გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით ერაყთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შოლცთან ერთად ერაყის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, გერმანიის კანცლერმა თქვა:
"ჩვენ მოვილაპარაკეთ გერმანიისთვის გაზის შესაძლო მიწოდებაზე და შევთანხმდით, რომ ახლო კონტაქტი შევინარჩუნოთ".
შოლცს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის გაზის მიწოდებას განიხილავენ მხარეები.
გერმანია, რომელიც გაზის 55%-ს რუსეთიდან იმპორტის საშუალებით იღებდა, ახალი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ექსპორტიორებზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს. იგი პარალელურად აშშ-სთან და კატართან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.