რუსეთში COVID-19-ის ომიკრონის შტამის ქვევარიანტის – კრაკენის პირველი ოფიციალური შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია როსპოტრებნადზორმა 12 იანვარს გაავრცელა.
COVID-19-ის უკიდურესად გადამდები ქვევარიანტი პენზას რეგიონში გამოვლინდა.
4 იანვარს კრაკენი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-ის ყველაზე გადამდებ ქვევარიანტად დაასახელა. პირველად ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ კრაკენი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა.