ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასული 24 საათის მანძილზე, რუსეთში ახალი კორონავირუსის 9 268 შემთხვევა გამოვლინდა.
ამგვარად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 405 843-ს მიაღწია.
გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით რუსეთში 138 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაავადებას უკვე 4 693 ადამიანი ემსხვერპლა.
COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 167 400-ს აჭარბებს. რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.