ატლანტიკური საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ 2023 წლისთვის რუსეთი არშემდგარი სახელმწიფო იქნება ან დაიშლება.
კვლევის თანახმად, აკადემიური, არაკომერციული, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენელი 167 გამოკითხული ექსპერტიდან 46% რუსეთის კოლაფსს მომდევნო ათწლეულში მოელის.
Financial Times-ი პირველი გამოცემა იყო, რომელმაც გამოაქვეყნა დასკვნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ომს უკრაინაში შესაძლოა ძვირადღირებული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
ამასთანავე, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი მომდევნო 10 წელში "რევოლუციის, სამოქალაქო ომის" ან სხვა მიზეზის გამო დაიშლება.
დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით დასუსტდა, პენტაგონმა კი ომს "მასიური სტრატეგიული მარცხი" უწოდა.
ლონდონის The Times-ი კი სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღსადგენად 30 წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეს.





