რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: ომის ყოველი ქმედება არის დანაშაული ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ

პაპი ფრანცისკე
Reuters

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებთან ყოველწლიური გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა.

"ომმა უკრაინაში მოიტანა სიკვდილი და ნგრევა, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ის ანადგურებს სიცოცხლეს არა მხოლოდ სროლისა და ძალადობის, არამედ შიმშილისა და სიცივის გამო".

რუსეთ-უკრაინის 2022–23 წლის ომზე საუბრისას პაპმა ვატიკანის კონსტიტუციაზე დაყრდნობით თქვა: "ომის ყოველი ქმედება, რომელიც მიმართულია ქალაქების ან უზარმაზარი ტერიტორიების განადგურებისკენ, არის დანაშაული ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც იმსახურებს მტკიცე და ცალსახ დაგმობას".

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ბირთვული საფრთხე გაზრდილია. პაპმა გაიმეორა მოწოდება ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის შესახებ და თქვა, რომ მათი გამოყენება "ამორალურია"

კომენტარები