რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ეუთოს წევრად დარჩენას ჯერ კიდევ აქვს აზრი – ეუთოს გენერალური მდივანი

ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი

ეუთოს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის თქმით რუსეთის ორგანიზაციის წევრად დარჩენას ჯერ კიდევ აქვს აზრი. ამის შესახებ მან გამოცემა Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა

"ერთ დღეს ჩვენ კვლავ დაგვჭირდება [რუსეთთან] საკომუნიკაციო არხები". - ამბობს შმიდი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის აგრესიის ფონზე, ეუთოს წარმომადგენლებს მისი ორგანიზაციიდან გარიცხვისკენ მოუწოდა.

შმიდის თქმით, ეუთო ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც ყველა, ვინც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანია, ერთ მაგიდასთან ზის. შმიდი აღნიშნავს, რომ ეუთო ცივი ომის დაპირისპირებიდან გამოვიდა და ძალიან განსხვავებული ინტერესების მქონე ქვეყნების მიერ დაარსდა, რომლებსაც ესკალაციის თავიდან აცილება სურდათ. 

ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით პასიურობისთვის გააკრიტიკა. 

კომენტარები