რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიე კასეტური ჭურვებით დაბომბა – უკრაინა

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, 7 იანვარს საღამოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს კასეტური ჭურვებით შეუტიეს. ამის შესახებ სტარუხმა ტელეგრამზე დაწერა და თან დაზიანებული ინფრასტრუქტურის სურათები დაურთო. 

"ღამით მტერმა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტია ზაპოროჟიეს სამხრეთ გარეუბანს. თავდასხმის შედეგად საწყობები და ნაგებობები დაზიანდა". - წერს სტარუხი. 

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება, ხოლო კასეტური საბრძოლო მასალის განადგურებაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები