რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: შესაძლოა, რუსეთმა 15 იანვარს დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს 

Alexander Avilov / Moskva News Agency

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის თქმით, რუსეთმა 15 იანვარს, შესაძლოა, დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს.

გარდა ამისა, როგორც ჩერნიაკი ამბობს, ტერორისტული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 500 000-მდე რუსს გაიწვევენ. 

ასევე, სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ამჯერად მობილიზაცია დიდ ქალაქებში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამოცხადდება. ამავე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხვდებიან კერძო და ყველა იმ სექტორში დასაქმებული კაცი, რომელსაც რუსეთის ეკონომიკისთვის მოგება მოაქვს.

კომენტარები