მიხეილ სააკაშვილი

პოდოლიაკი: ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი მკურნალობის მიზნით

უკრაინამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონკრეტული პოზიცია დაიჭირეს. ჩვენ არ ვერევით უცხო ქვეყნის სუვერენულ უფლებებში, რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია. ჩვენ ოფიციალურად ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცენ ბატონი სააკაშვილი. მე პირადად მიხეილ სააკაშვილისადმი დიდი სიმპატიითა და პატივისცემით ვარ განწყობილი. საქართველოს ისტორიისთვის და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა.

ოფიციალურად ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. ამას არავითარი ცუდი შედეგი მათთვის, ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, ნამდვილად არ მოჰყვება. თუ არ უნდათ ჩვენთვის გადმოცემა, მაშინ გადასცენ ნებისმიერ მესამე ქვეყანას ევროპაში, რათა მან მიიღოს ისეთი სახის დახმარება, როგორის მიწოდებაც თავად საქართველოს, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის საჯარო პოზიცია. ასევე სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების საჯარო პოზიციაა... რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რომელიც უფრო რადიკალურია და ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ქვეყანას მოსცხოს შავი ლაქა და ისტორიაში დაფიქსირდეს ფაქტი, რომ ციხეში მოკლეს პრეზიდენტი. ეს არ ეკადრება საქართველოს დიდებულ სახელს... მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი, არ ჩაეწერონ ისტორიაში შავი ასოებით. ისეთი ერისთვის როგორც ქართველი ერია, ეს არ შეიძლება. თუ გინდათ პირადად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, პრობლემა არ არის. უბრალოდ მინდა საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო... სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. 

კომენტარები