ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისი-პარიზის რეისის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა – მგზავრი გარდაიცვალა

Wizz Air

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. ერთ-ერთი მგზავრი აფრენის შემდეგ ცუდად გახდა და სწორედ ამიტომ მიიღო ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება. 

ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით ორსაათნახევარი საქართველოს ცაში იმყოფებოდა. 

როგორც ტაბულას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა, 60 წლის კაცის, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება დაადასტურა. 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეისი პარიზში 21:30-ზე გაფრინდება. 

კომენტარები