რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის გეგმები უცვლელია, თუმცა ამისთვის რესურსები არ ჰყოფნის - პენტაგონი

ვლადიმირ პუტინი, 2022 წლის 21 დეკემბერი, თავდაცვის სამინისტროს სხდომა.

პენტაგონის მაღალჩინოსნის, ლორა კუპერის აზრით, პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, მაგრამ რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა მიმართულებით აწყდებიან სირთულეებს, მათ შორის, ჯარისკაცების რაოდენობის კუთხით. ვაშინგტონში იმედი აქვთ, რომ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ხელს შეუწყობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

“პუტინს კვლავაც სურს უკრაინაზე ძალაუფლების მოპოვება და მისი ტერიტორიების მითვისება. თუმცა, რუსეთისა და მისი შეიარაღებული ძალების სისუსტეები მის მიზნებს ეწინააღმდეგება”. - თქვა ლორა კუპერმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, რუსეთის, უკრაინისა და ევროპა-აზიის საკითხებში.  

კომენტარები