კრიმინალი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილის მამა მთავარ არხთან აცხადებს, რომ შელაპარაკება მანქანის პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები