ქარიშხალი კალიფორნიაში

კალიფორნიის შტატში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

წყნარი ოკეანის მასიურმა ქარიშხალმა კალიფორნიაში ძლიერი ქარი, კოკისპირული წვიმა და თოვლი გამოიწვია. შედეგად, ელექტროენერგიის გარეშე ათასობით ოჯახი დარჩა და საგზაო მოძრაობა შეფერხდა. 

4 იანვრის შემდეგ, სულ მცირე, ორი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. მათგან ერთ-ერთი ბავშვია, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში სახლის ჩამონგრევას ემსხვერპლა. 

"წლების განმავლობაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზამთრის ქარიშხალი, რომელიც ჩვენს რეგიონს თავს დაატყდა". - თქვა მეგან მაფლარანმა, ჩრდილოეთ და ცენტრალურ კალიფორნიაში მთავარი კომუნალური კომპანიის წარმომადგენელმა.

კომენტარები