რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საფრთხის უგულებელყოფა” – მაკეევკაში შეტევის შემდეგ რუსეთში მთავარსარდლების დასჯას ითხოვენ

REUTERS/Anna Kudriavtseva

მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ მაკეევკაში ოკუპანტების შეტევას ათობით რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რუსი ნაციონალისტები და კანონმდებელთა ნაწილი პასუხისმგებელი მთავარსარდლების დასჯას ითხოვენ. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოსალოდნელი საფრთხის უგულებელყოფაში სდებენ ბრალს. 

მედიის ინფორმაციით, კრიტიკულად განწყობილ წრეებში საუბრობენ, რომ ჯარისკაცები თავდასხმის დროს სამხედრო იარაღის მარაგთან იმყოფებოდნენ, რაც უკრაინელების პირდაპირი სამიზნე იყო. რუსეთის თავდაცვის  სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებზე იერიში ამერიკული წარმოების HIMARS-ის ოთხი რაკეტით მიიტანეს. 

2 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დონეცკის გარეუბან მაკეევკაში უკრაინის იერიშის შედეგად მიყენებული დანაკარგი დაადასტურა. მათივე ცნობით, სარაკეტო დარტყმებს 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინის ინფორმაციით, მათ შეტევას ასობით ოკუპანტი ემსხვერპლა, თუმცა რუსეთში მათ განცხადებას გაზვიადებულს უწოდებენ.

კომენტარები