რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ახალი წლის ღამეს დაბომბვის შედეგად ხერსონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, ახალი წლის ღამეს ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ხერსონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ანუშევიჩის ინფორმაციით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ასევე, გაითიშა ელექტროენერგია ქალაქის ცენტრსა და რამდენიმე უბანში.

"უახლოეს მომავალში ინჟინრები სარემონტო სამუშაოების დაიწყებენ, რათა ხერსონის მაცხოვრებლებს საახალწლო განათებები რაც შეიძლება მალე აღუდგეთ". - წერს იანუშევიჩი.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ახალი წლის ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული ირანული წარმოების 45 კამიკაძე დრონი შაჰედ 131 და შაჰედ 136-ები ჩამოაგდო.

კომენტარები