რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ჩინოვნიკების მუდმივი ცვლა რუსეთის თავდაცვაში შიდა განხეთქილებას ასახავს

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ნიკიფოროვი, სავარაუდოდ, რუსეთის დასავლეთ ძალების მეთაურის თანამდებობას დაიკავებს

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკიფოროვი ამ დაჯგუფების მეოთხე მეთაური იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა. იგი შეცვლის გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევს, რომელიც ამ თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა.

"როგორც რუსეთის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის (VGV) შტაბის უფროსი, შეჭრის პირველ კვირებში, ნიკიფოროვი აქტიურად იყო ჩართული VGV-ისა და საჰაერო სადესანტო ჯარების წარუმატებელი მცდელობის დაგეგმვაში, წინ წასულიყვნენ კიევში ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩერნობილის ტერიტორიის გავლით". – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

ამასთან ერთად, ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსი ჩინოვნიკების მუდმივი ცვლილება, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, ომის წარმართვასთან დაკავშირებით, შიდა განხეთქილებას ასახავს.

კომენტარები