რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არაფერია სასაუბრო აგრესორთან, რომელიც მეზობლებს კლავს – სანდუ რუსეთთან მოლაპარაკებაზე

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას, თქვა, რომ მას "აგრესორ სახელმწიფოსთან მოსალაპარაკებელი არაფერი აქვს". ამის შესახებ სანდუმ მოლდოვა 1-თან ინტერვიუში ისაუბრა

სანდუს თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურდა, თუმცა, უკრაინის ომმა და მეზობლების მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა. 

"სამწუხაროდ, რუსეთის მთავარი ინსტრუმენტი მუქარა, სხვა ქვეყნის დაშინების მცდელობაა. რასაც ჩვენ დღეს უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვსურდა. ამ ომის დაწყების შემდეგ, როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?" - ამბობს სანდუ. 

კომენტარები