მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი ქვეყნის არევა, საბოლოო მიზანი კი მეორე ფრონტია

რაც შეეხება ამ პროცესისა და ბრძოლის გაგრძელებას. რაღაცნაირად, ეს ყველაფერი იმ კამპანიასთანაა დაკავშირებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლადაა წარმოებული. ეს წმინდა პოლიტიკური და პიარ კამპანიაა. ამ კამპანიას ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რა მიზანიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას ჰქონდა. ამას იგივე ადამიანები აგორებენ, ვინც თავის დროზე სააკაშვილის ჩვენს ქვეყანაში ჩამოყვანა უზრუნველყო. მაშინაც იგივე მიზანი იყო - საქართველოში ვითარების არევა და ამის საბოლოო კულმინაცია იყო მეორე ფრონტი. ახლაც, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი არის კიდევ ერთხელ, რაღაცნაირად ქვეყნის არევა და ისევ, აქაც საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია. ამას მხოლოდ რაღაც ზოგადი ლოგიკის საფუძველზე კი არ ვამბობთ, არამედ, კონკრეტული ინფორმაციისა და პროცესების, რომლებმაც, მათ შორის, კულისებში გაიარა. არა მარტო საჯარო სივრცეში, არამედ ქართული პოლიტიკის კულისებში. აქედან გამომდინარე, ამ ბრძოლაში ჩვენ, რა თქმა უნდა, პრინციპულები უნდა ვიყოთ, პოლიტიკურ და პიარ კამპანიას არ უნდა ავყვეთ. და რაც მთავარია, არავის აქვს უფლება, რომ სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიზებული ჩარევა განახორციელოს, რისი მცდელობაც ახლა არის ნაციონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში. 

კომენტარები