სალომე ზურაბიშვილს ერთი ხელის მოწერით შეუძლია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, რითიც, ერთი მხრივ გადარჩება მიშას სიცოცხლე, მეორე მხრივ კი ჩვენი შვილების დემოკრატიული მომავალი. ამიტომ, ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ და ყველგან და ყველასთან მივალთ, ვისაც ხელეწიფება, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი შეასრულოს. მინდა, აქვე აღვნიშნო - სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ბრიფინგზე რაც თქვა. ის ქართული ოცნების მხრიდან შანტაჟსა და დაშინებას განიცდის. კონკრეტული პირები პირდაპირ მიუთითა, ხომ. ზურაბიშვილს პირდაპირ მივმართავ - თუ ის ამ ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენი განსხვავებულობისა და იმ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, რაც აქამდე გამომივლენია, მე ჩემს მეგობრებთან ერთად პირად წყენებს გადავდებ და თუ საჭიროა, მას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გიენებისგან ფიზიკურად დავიცავ. ეს არის ჩვენი განცხადება. იმიტომ, რომ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენები.
გიორგი მუმლაძე
მუმლაძე ზურაბიშვილზე: თუ მიშას შეიწყალებს და საჭირო გახდა, ივანიშვილისგან ფიზიკურად დავიცავ
tbl.ge/6877
დაკოპირდა
თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ. "არსად არ იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე ყველაფერი მომხდარი იყო, ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი, კარიერით თუ რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებაზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმგიორგი მუმლაძესალომე ზურაბიშვილიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის შეწყალება