მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე სააკაშვილზე: პატიმრის დაცინვა, მისი დამცირება, არის ჩემთვის ცემის ტოლფასი

საზოგადოდ პასუხისმგებლობას მსჯავრდებულზე, მის ჯანმრთელობაზე იღებს ხელისუფლება. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. თუ დგება საკითხი, რომ მისი [სააკაშვილის] მდგომარეობა უარესდება, ეს არის ხელისუფლების პრობლემა, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ რაც მიუღებელია, ეს არის დაცინვა პატიმარზე. ჩვენ გვახსოვს ყველას, 2012 წელს რა აღშფოთება, სამართლიანი გამოიწვია საზოგადოებაში იმ კადრებმა, რაც გავრცელდა, როდესაც მსჯავრდებულს სცემდნენ ციხის თანამშრომლები. ის ადამიანი, ხომ დამნაშავედ იყო ცნობილი, ვისაც სცემდნენ, მაგრამ ხომ გაუმართლებელია პატიმრის ცემა, ამ შემთხვევაში ხო პატიმარი არის სააკაშვილი, ვგულისხმობ რომ დაცინვა პატიმარზე, მისი დამცირება, არის ჩემთვის ტოლფასი ცემის, შესაბამისად ჩემთვის განსხვავება არ არის ადამიანი ფიზიკურად უსწორდება მსჯავრდებულს, თუ დასცინის, ანადგურებს რეპუტაციულად, ცდილობს დაამციროს და ფეხქვეშ გათელოს ადამიანის ღირსება, სიტყვით, მტკიცებით, ჩემთვის ეს ადამიანები ერთი და იგივეები არიან.

ჩემთვის მიუღებელია პატიმრის დამცირება, მორალურადაც დამცირების მცდელობა, სიტყვიერად დამცირება და ფიზიკურად დამცირებაზე არაფერს ვამბობ. ხშირად ვხედავ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ ვიცი ვის სასიამოვნოდ, დასცინიან ამ შემთხვევაში პატიმარ სააკაშვილს, ეს არის მიუღებელი და დასაგმობი. მაშინ ეს პოლიტიკოსი არ განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც სცემდა ციხეში მსჯავრდებულს.

თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები