საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ვინც ჩემზე ჭორებს ავრცელებს, 2007 წელს იყო ან მიშას შტაბში, ან ქართუ ბანკში

მეორედ არ გავიმეორებ აქ რასაც ვიტყვი, მე ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ კითხვები. აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე. მაინტერესებს, ის ადამიანები, ვინც ჭორს ავრცელებენ ჩემს შესახებ, თავიანთ მიერ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა მე ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით, სად იყვნენ, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს. იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულები სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში. დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან, რას გავაკეთებ, თურმე იციან, როდის გავაკეთებ, თურმე იციან, რატომ გავაკეთებ. 

ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე-ჩინჩალაძე, მე შევიწყალე? თუ მე გავამწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის?! და როდის გააპროტესტეთ? ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე... არ გეტყვით, არაფერს გეტყვით, რადგან არ მისმენთ [სააკაშვილს შევიწყალებ თუ არა]

ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციასთან შეკრებილებს, რომლებიც ითხოვენ, რომ ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.  

კომენტარები